საქართველოსიახლეები

გიგა ბოკერია: “რომ წააგებ, მერე შენ უნდა გცემონ გარეთ?”

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე ენმ -ს წევრები აღარ დაბრუნებულან. თუმცა დებატები მმართველ გუნდთან “ევროპულმა საქართველომ” გააგრძელა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და თქვა, რომ „ოცნებამ“ ძალადობა წაახალისა.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, მმართველ გუნდს არ უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია მწვავე იქნება შეფასებებში და კითხვებსაც დასვამს.

მმართველმა გუნდმა კი „ევროპული საქართველო“ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მოისმინეთ გიგა ბოკერიას და არჩილ თალაკვაძის განცხადებები.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო, ემკურნალა, წყალი დაელია ან ჰაერზე გასულიყო. მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან “ქართული ოცნების” დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.

მსგავსი პოსტები

Back to top button