გიგა ოთხოზორია მკვლელობა – შეხვედრა გალში

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი არ ადასტურებს. 

ამის შესახებ ცნობილი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.  შეხვედრა 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა.  რა შეფასებები კეთდება თბილისში.

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს.  ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება.  მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.

ხურჩის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.  შესაბამისი მოთხოვნით მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს უკვე მიმართა. ირაკლი შოთაძე იმედოვნებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ წითელი ცირკულარით ძიება უახლოეს დღეებში დაიწყება.  მთავარი პროკურორის განცხადებით, ინტერპოლის წევრი ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლოს საქართველოსთან.

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი. როდის გაიმართება შეხვედრა ამ დრომდე  არაა ცნობილი.  ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ყურადღება ასევე გამახვილდება ნატო-ს ვარშავის სამიტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button