გიგა ოთხოზორიას ოჯახს დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო ოთხოზორიების 8-სულიან ოჯახს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.

ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თავად აცნობეს.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button