სპორტი

გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ბლიც- ტურნირის გამარჯვებულია

ონლაინ პლატფორმა “chess.com”- ზე გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ქართველი დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა.

„Titled Tuesday Blitz” შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ყოველ სამშაბათს იმართებოდა და მასში მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე 68 ქვეყნის 747 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.

ყუფარაძემ 11 შესაძლებლობიდან მაქსიმალური,10 ქულა დააგროვა და ასპარეზობის გამარჯვებული გახდა.

მეორე ადგილზე, მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი ჰიკარუ ნაკამურა, 9,5 ქულით გავიდა. მესამე პოზიცია კი ისევ ამერიკელმა რეიტინგის 33-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა, ამავე რაოდენობის ნადავლით 9,5 ქულით დაიკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button