გიგა შენგელიას მამა ,,კრწანისის” სასწავლო ცენრტის დათვალიერებას გეგმავს

დღეს, გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია ,,კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მისვლას და ადგილის დათალიერებას გეგმავს.

რომან შენგელიას განუცხადებით, მას უწყებიდან დაუკავშირდნენ და შემთხვევის ადგილის დათვალიერება შესთავაზეს. შენგელიას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

”შემთხვევის ადგილი დაათვალიერეთ ექსპერტიზას რომ ითხოვთო. უკვე მეოთხე დღეა – გუშინ, გუშინწინაც ხომ შეიძლებოდა ასეთი რაღაცის გაკეთება? დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული საქმე”, – განაცხადა რომან შენგელიამ.

რომან შენგელია ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს და უნდა დააკონკრეტონ, რა მოხდა რეალურად სასწავლო ცენტრში.

თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადაა ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს, ასევე საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button