სპორტი
გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე კელვინ კატარს შეხვდება

გიგა ჭიკაძის მეტოქე ოქტაგონზე UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მეხუთე ნომერი 33 წლის ამერიკელი კელვინ კატარი იქნება.
ბრძოლა 2022 წლის 15 იანვარს შედგება
ინფორმაციას ამის შესახებ UFC- ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ორგანიზაციის პირველ და მთავარ ბრძოლაში მომავალ წელს ქართველი სპორტსმენი იჩხუბებს.
ცნობისთვის,MMA-ს ქართველ მებრძოლს მსგავსი რანგის ბრძოლაში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
შეხვედრა ლას- ვეგასში შედგება და იმ შემთხვევაში თუ გიგა ჭიკაძე გაიმარჯვებს,UFC- ის რეიტინგში მერვე ადგილიდან მინიმუმ სამი საფეხურით წინ წაიწევს.
ქართველთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი მერაბ დვალიშვილს აქვს ის მსუბუქი წონის მეექვსე პოზიციას იკავებს.