ასტრონომებმა აღმოაჩინეს უცნაური ვარსკვლავი, დედამიწიდან დაახლოებით 25 000 სინათლის წლის მანძილზე, რომელიც რამდენიმე თვით თითქმის სრულიად გაქრა თვალთახედვიდან, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ ვარსკვლავი, სახელად VVV-WIT-08-ის, შეიძლება მიეკუთვნებოდეს ვარსკვლავთა ახალ კლასს, მზეზე 100-ჯერ უფრო დიდ მონსტრებს, რომლებსაც მათ გარშემო მოძრავი გაურკვეველი ობიექტები რამდენიმე ათწლეულში ერთხელ აბნელებს.
უჩვეულო ჩაბნელებებით ცნობილი ვარსკვლავები მუდმივად იყო მეცნიერთა თავსატეხი.მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსი დიდწილად ცარიელია, ლოგიკურია, მატერიის რაღაც ნაწილი ისე განლაგდეს, რომ ჩვენი გადმოსახედიდან მათი სინათლე დროდადრო ჩააბნელოს, თუმცა VVV-WIT-08-ის შემთხვევაში, საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის უცნაური ჩაბნელებები სხვა ვარსკვლავებშიც არის შემჩნეული, არც ერთი არ არის ასეთი ღრმა.
ასტრონომთა აზრით, აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს ვარსკვლავის გარშემო გრძელ ორბიტაზე მოძრავი სხვა ვარსკვლავით ან პლანეტით, რომელსაც გარს აკრავს მტვრის გაუმჭვირვალე დისკო; როდესაც ის დედამიწასა და ამ ვარსკვლავს შორის ექცევა, მას სრულიად ფარავს.
ამ ვარსკვლავის ასეთი გამორჩეულობა რაიმე შეცდომა არ არის. ჩაბნელება დაადასტურა ჩილეში მდებარე ვარშავის ტელესკოპმაც, ანუ, საქმე რაიმე ხარვეზთან არ გვაქვს. აღმოჩენა მიუთითებს, რომ ასეთი სისტემები იშვიათი არ უნდა იყოს.