სიახლეები

გიგი უგულავა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, მერაბ ჯორბენაძემ მიიღო.

გადაწყვეტილების მიზეზი უგულავას მიერ პროკურორის მიმართ გაკეთებული რეპლიკა გახდა.

მოსამართლემ მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გააძევებდა.

“ჭორაობა იყო”,- განაცხადა უგულავამ, რასთან დაკავშირებითაც მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ “უგულავა მხოლოდ მოსასმენად იყო მისული”. აღნიშნულის შემდეგ სხდომა გაგრძელდა, თუმცა, მოგვიანებით მოსამართლემ უგულავას კვლავ მიმართა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

“გამოვხატე ჩემი აზრი. დავტოვებ, უბრალოდ ეს არის ბინძური ჭორაობა. „სიმულანტ“ ტურავას მიხედეთ საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button