მნიშვნელოვანისაქართველო

“ინკვიზიციური აქტი და ინსტიტუტის დეგრადაციის მცდელობა”

სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია ვის მოსდის თავში არ ვიცი – ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელის სტატუსს აღარ მიიღებენ.

პრეზიდენტი ამ ცვლილებას ინკვიზიციურ აქტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი პირდაპირ შეიძლება იქნას აღქმული, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ცვლილებები სადამსჯელო და ინკვიზიციური აქტია და ეს შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც მას.

ეს განცხადება პრეზიდენტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც სტუდენტებს ხვდება.

მოისმინეთ გიორგი მარგველაშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button