გიორგი ალადაშვილი დაკითხვაზე იმყოფება

რადიო ჰერეთის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ამავდროულად დღევანდელი პოლიტიკური დებატების რადიოწამყვვანი გიორგი ალადაშვილი, შს ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში იმყოფება. 

პოლიცია მას როგორც ინციდენტის კიდევ ერთ მთავარ მოწმეს დაკითხავს. ინციდენტის დროს დაზიანდა რადიოს ტექნიკაც.

პოლიციამ ალადაშვილი მას შემდეგ დაიბარა, რაც სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორმა რამაზ სამხარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს პირდაპირ ეთერში მიმართა.

ალადაშვილის თქმით, მიუხედავად იმის რომ პოლიცია დროულად გამოიძახეს რადიოში, ისინი დაგვიანებით მივიდნენ.

დღეს, 1 ოქტომბერს,  რადიო ჰერეთის ეთერში ლაგოდეხი-ყვარელის მუნიციპალიტეტის საარჩევნო კანდიდატების დებატები მიმდინარეობდა, სადაც 12 კანდიდატიდან 7 მონაწილეობდა.

დებატების დროს, მოულოდნელად,  რადიოს ოფისში უცხო პირები შეიჭრნენ და ერთ-ერთ კანდიდატს “პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის” ლაშა დვალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button