მნიშვნელოვანირეგიონი

გიორგი ანწუხელიძეს მშობლიურ სოფელში ბიუსტს დაუდგამენ

გიორგი ანწუხელიძეს მშობლიურ სოფელში ბიუსტს დაუდგამენ.

საქართველოს ეროვნული გმირის, რუსეთ- საქათველოს 2008 წლის ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი , ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიდგმება.

ბიუსტი, სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის წინ, თუში გმირის, ზეზვა გაფრინდაულის ბიუსტის გვერდით განთავსდება.

თუშეთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბიუსტზე თუში მოქანდაკე ბადრი თავბერიძე იმუშავებს.

,,თუშებს ბევრი გმირი გვყავს, თუმცა ზეზვა გაფრინდაული და გიორგი ანწუხელიძე გამორჩეული გმირები არიან. სწორედ ამიტომ, იქ სადაც ზეზვას ბიუსტი დგას, საჭიროა გიორგის ბიუსტიც დაიდგას. უკვე შემუშავდა გიორგის ბიუსტის მონახაზი, რომელიც შეთანხმებულია მის ოჯახთან. ბიუსტზე მუშაობა თავის თავზე აიღო თუშმა მოქანდაკემ, ბადრი თავბერიძემ. ბიუსტის გაკეთების სრული ღირებულება შეადგენს 5-6 ათას აშშ დოლარს”-აცხადებენ ფონდში.

იდეის განსახორციელებლად, თუშეთის განვითარების ფონდი ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ავრცელებს და თანხის შეგროვებას იწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button