გიორგი არაბიძემ დონეცკის “შახტართან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი არაბიძე თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში რუსთავის “მეტალურგთან” პლეი ოფის მატჩს ჩაატარებს და ახალი სეზონიდან დონეცკის “შახტარში” ითამაშებს.

ეს ამბავი 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა “ლელოს” თავად უთხრა.

“დიახ, უკრაინელებთან უკვე ყველაფერი შეთანხმებული და გადაწყვეტილია. “შახტართან” 3,5-წლიანი კონტრაქტი უკვე გავაფორმე და გუნდს 20 ან 25 ივნისს შეკრებაზე გავყვები. ჯერ ერთი წელი “შახტარის” დუბლებში ვითამაშებ, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში კი 19-წლამდელებს დავემატები”, – გვითხრა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ არაბიძე “შახტარში” დეკემბერშიც გასინჯეს, მაგრამ მაშინ ისევ “ლოკომოტივში” დაბრუნდა. როგორც ჩანს, საკითხი ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკელთა 19-წლამდელებში ბექა ვაჩიბერაძე და ილია იჩუაიძეც თამაშობენ.

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

მსგავსი პოსტები

Back to top button