გიორგი არეშიძემ თანამდებობა დატოვა
თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი არეშიძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დავით ნარმანიამ გიორგი არეშიძეს 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
კახი კალაძის ცოლის ძმა მერიის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსად 2014 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა.