სპორტი
გიორგი ბერიძის დუბლი და მომდევნო ტურში გასული „უიპეშტი“

უნგრეთის თასის 1/16 ფინალში „უიპეშტი“ „ბუდაფოკს“ სტუმრობდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს, მატჩის 47-ე წუთზე გიორგი ბერიძემ 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა.
მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, თუმცა 88-ე წუთზე ისევ ბერიძის თავგამოდებული თამაშის შედეგად დაგვირგვინებული გოლით, უიპეშტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 1:2.
გიორგი ბერიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და სწორედ მისი გოლების წყალობით, „უიპეშტი“ უნგრეთის თასის მერვედფინალში გავიდა.