გიორგი ბოკერია: დაზიანებულია მოსავალი, სახურავები, მანქანები – LIVE

ლაგოდეხში სტიქიის ეპიცენტრი სოფელ ბოლქვშია – ამის შესახებ რადიო “ჰერეთის” პირდაპირ ეთერში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, დაზიანებულია მოსავალი,სახურავები და მანქანები. დატბორიალი სახლები.

ბოლქვის გარდა სტიქიამ, ლელიანი, გიორგეთი, არეშფერანი, კართუბანი და ვარდისუბანი დააზარალა.

გიორგი ბოკერიას განცხადებით, შექმნილია 5 ჯგუფიანი კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და მონაცემებს ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწვდის.

მოუსმინეთ გიორგი ბოკერიას ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button