სპორტი

ბარსელონამ გრიზმანი გაუშვა. კლუბში მეორე დე იონგი მოვიდა

ზაფხულის ხმაურიანი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეც საკმაოდ დამაინტრიგანებელი აღმოჩნდა.

იმის შემდეგ რაც კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში გადაბარგდა და ლიონელ მესიმ პარი სენ-ჟერმენის მაისური მოირგო, საფეხბურთო წრეებში ალბათ მოულოდნელი და გასაკვირიც აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბარსამ არ იკმარა სუპერვარსკვლავების გასხვისება და ახლა ფრანგ ანტუან გრიზმანს დაემშვიდობა.

ის თავის ყოფილ გუნდს, მადრიდის „ატლეტიკოს“ 1 წლით იჯარის წესით გადაულოცა.

აქვე ვიტყვით, რომ 2019 წელს კატალონიელებმა ფრანგი ფორვარდი სწორედ მადრიდელებისგან 120 მილიონ ევროდ შეიძინეს. ახლა კი 30 წლის გრიზმანი ხელფასს ატლეტიკოსგან მიიღებს, რაც დიდი შვება იქნება კრიზისში მყოფ ბარსელონასთვის.

კატალონიელებმა გრიზმანის შემცვლელი სევილიაში იპოვეს. 31 წლის ნიდერლანდი ცენტრფორვარდის, ლუუკ დე იონგის ტრანსფერი კლუბმა უკვე დაადასტურა.

ასე, რომ ბარსელონას ახლა უკვე 2 დე იონგი ყავს: ფრენკი და ლუუკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button