სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან ვერ დაეხმარება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კოსოვოს ქალაქ პრიშტინაშ 21 ფეხბურთელით ჩავიდა.
გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს სტუმრად სათამაშდ ვერ გაყვა. ვილი სანიოლის გამოძახებული ფეხბურთელებიდან ჩაკვეტაძეს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდა და სათამაშოდ წასვლა ვერ მოახერხა, – წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
ცნობისათვის, 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში უკვე 6 ტურია ჩატარებული და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯამში მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ასევე, გატანილი აქვს 2 გოლი, რომელთა ავტორიც ხვიჩა კვარაცხელიაა.
დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ქართველი ფეხბურთელები კოსოვოელთა პირისპირ წარსდგებიან და თუ მოგებას ამ მატჩშიც ვერ შეძლებენ – ისინი ჯგუფის ბოლო ადგილს ოფიციალურად გაიფორმებენ.