მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გიორგი გახარია მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს

გიორგი გახარია ახალი პოლიტიკური გაერთიანების -“საქართველოსთვის” თავმჯდომარე გახდა. ის ამ პოზიციაზე დღეს ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება გახარიამ საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა.

“დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არავის წინააღმდეგ… მარტო კაცი ვერაფერს გახდება და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა”, – თქვა გახარიამ თავის პირველ მიმართვაში პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.

პარტია “საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებშიც გეგმავს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი განმარტებით გადაწყვეტილება გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო,რაც ნიკა მელიას დაკავების პროცესს უკავშირდებოდა..

მსგავსი პოსტები

Back to top button