მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი გახარია მოსახლეობას საახალწლოდ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დღეს მათავრობის სხდომის დაწყებამდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე გაამხავილა ყურადღება. გახარიას თქმით, 28 ნოემბრიდან დღემდე, მიზნობრივმა შეზღუდვება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ტემპი შეაჩერა, რაც მისი აზრით, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა.

“დღეს მეოცე დღეა, 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ციფრები, მიუხედავად ტესტირების, პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტი პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას”, – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წელს ახალ წელსაც განსხვავებულად და უფრო მოკრძალებულად შეხვდება ქვეყანა.

“ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ ასევე მოქალაქეებმა, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალწელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენ შეიძლება ასე ჩვეულ დიდ წვეულებებს, საახალწლო წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წლს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავართმევთ ჩვენ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს”, – თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.

შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების ობიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

გიორგი გახარიას მოვუსმინოთ

მსგავსი პოსტები

Back to top button