მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გიორგი გახარია მოსწავლეების მიერ საპირფარეშოების იძულებით დასუფთავების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ჩხოროწყუში მე-7 კლასის მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება.

“შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც”,- თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს, გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პირი,რომელმაც ბავშვები ე. წ. “შაბათობაზე” წაიყვანა პედაგოგი არ იყო. იგი მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი იყო.

როგორც რადიო “თბილისს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button