მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გიორგი გახარია ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ოპოზიციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს . მისი განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაში მნიშნველოვანია ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს მონაწილეობა.

გიორგი გახარიამ ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა .
გახარიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველმა დაავალა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები განიხილონ.

“ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა ბიუჯეტის შესახებ საინტერესო და მწვავე დისკუსიები გავმართოთ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდება, რომელიც ისევ უცნობია როდის ჩაინიშნება

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button