მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

გიორგი გახარიამ დღეს თელავის მერობის კანდიდატი გიგა ორკოდაშვილი წარადგინა

ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატი და სამი მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა.

თელავში, პარტიის მერობის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გიგა ორკოდაშვილია.
საკრებულოს წევრობის კანდიდატები კი, გელა ესიტაშვილი, ლიანა ბარხუდანაშვილი
, გაგა ბეგიაშვილი, კახა ბერძნიშვილი, სულხან მექვაბაური, ავთანდილ ნარიმანოვი, ზურაბ ხატიაშვილი, ილია გრძელიშვილი, ზურაბ გალახვარიძე, გიორგი ქევხიშვილი, შამილ ძამუკაშვილი, ზაზა ჯაფარიძე, ვალერი აბრამიშვილი და ზაქრო ორკოდაშვილი არიან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული.სიის პირველი ნომერი, თინათინ მოზაიძე იქნება.

ლაგოდეხში, პარტიულ სიას სათავეში, ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი,
სალომე ღონღაძე ჩაუდგება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის,კაკი ლობჟანიძე, ნიკოლოზ გოგოლაძე,
რებეკა კანგ- ხუბაევა, ბესიკ ბებრიშვილი და ლევან შუბითიძე იბრძოლებენ.

კანდიდატების წარდგენაზე, მედია მიწვეული არ იყო. თელავის მერობის კანდიდატის, გიგა ორკოდაშვილის განმარტებით, წარდგენას, მხოლოდ მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ესწრებოდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გიორგი გახარია, ამჟამად, გურჯაანში იმყოფება, სადაც საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, კვლავ მედიის დასწრების გარეშე წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button