მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს პოლიტიკური გეგმები გააცნო

თვითმმართველობის არჩვენებზე ესაუბრა და საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნომარინა კალიურანდს , პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.
შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში,”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button