მნიშვნელოვანისაქართველო

გიორგი გახარია:რა გვაქვს გასაყოფი?!

ამ წუთებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისში იმყოფება და პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებს ერთ-ერთის ადგილობრივ სახლში მართავს. გახარიამ პანკისში მისვლისთანავე ადგილობრივებს სიმშვიდისაკენ და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

“რა გვქვს გასაყოფი? ერთი ქვეყნის შვილები არ ვართ? რაღაც 5 ვატიანი ჰესის მშენებლობის გამო შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა? აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას,”-განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის თქმისაც 15 პოლიციელია დაშავებული და დაზიანებულია შსს ტექნიკა.

შს მინისტრი აცხადებს, რომ  დილით ადგილზე მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. 

ამ წუთებში პანკისის ხეობაში ვითარებით შედარებით მშვიდია. თუმცა ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და ასევე სპეცრაზმი. ცოტა ხნის წინ თემი უხუცესმა მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კონფლიქტის პ პროვოცირება თავად სამართალდამცავებმა მოახდინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button