მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ – გახარიას ვირუსი დაუდასტურდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

პრემიერი თავის დროზე აცხადებდა, რომ სხვებისგან განსხვავებით წესებს იცავს.

“სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. ტესტიც დამატებით გავიკეთე, არის უარყოფითი. თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა, ჩემს მაგივრად, ვინ იმუშავებს? იქნებ, იდეა შემომთავაზოთ, რაიმ”, – ამბობდა გიორგი გახარია.

იზოლაციაშია გადასული მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button