მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი გახარიას პარტია მერობის კანდიდატებს თბილისსა და რეგიონებში დაასახელებს

მერობის კანდიდატის დასახელებას გეგმავს გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათ კანდიდატები რეგიონებშიც ეყოლებათ.

„როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, დეტალებს საზოგადოება მალე გაიგებს”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად კახი კალაძე გუშინ წარადგინა. კვირის ბოლოს გეგმავს კანდიდატის დასახელებას გაერთიანებული ოპოზიციაც.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button