მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

ხმაურია ექსპო ჯორჯიასთან, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

“ჩვენ ვართ საქართველოსთვის”, “გახარია კიდევ უმასპინძლებს გავრილოვს” – ეს არის აქციის მონაწილეების ბანერების წარწერები.

აქციაზე ისმის შეძახილები “მონა”, საბჭოთა კავშირის ჰიმნი და 20 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეოჩანაწერების ხმა.

აქტივისტები უშუალოდ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ ექსპო ჯორჯიას დაცვის სამსახური არ აძლევს.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი გახარია პარტიას აფუძნებს და ყრილობა იმართება. კონკრეტულად ვინ იქნებიან პარტიის წევრები, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button