მნიშვნელოვანისიახლეები
გურჯაანში კორონავირუსი დადასტურდა

როგორც რადიო ჰერეთისთვის გახდა ცნობილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, შუა ხნის ასაკის ქალბატონი რესპირატორული ნიშნებით, გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
ჩატარებულმა კვლევამ, მას კორონავირუსი დაუდასტურა.
სპეციალური ეკიპირებით, პაციენტს, უახლოეს საათებში, კოვიდ სამკურნალო კლინიკაში გადაიყვანენ.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეპიდემიოლოგები კონტაქტების გამოვლენასა და ქალის ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ.
დაფიქსირებულ შემთხვევასა და რეგიონში შექმნილ ეპიდემილოგიურ სიტუაციაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში, პრესკონფერენცია 11 საათზე გაიმართება.