მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კორონავირუსი მთავრობამ შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა კორონავირუსის გავრცელებისას, პროცესი სათავისოდ წარმართოს.

ჩიხლაძე აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით კარანტინის გამოცხადების, სკოლების და ბაღების, ან კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, თუკი მთავრობა მაინც ასე მოიქცევა, თავადვე დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ჩიხლაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის მთავრობის 200 ლარიანი დახმარება ბევრმა მთლიანად ვერ აიღო. როგორც ჩიხლაძე ამბობს, მთავრობამ ჯერ გვიან დაიწყო ფულის გაცემა, მეორეც, რამდენიმე თვის შემდეგ ვისაც სამადლოდ ვინმემ თუნდაც 20 ლარი ჩაურიცხა, მთავრობამ დახმარება შეუწყვიტა.

საბოლოოდ, აღნიშნული დახმარება მიზნობრივ სეგმენტს სრულადაც არ მიუღია. ასეთ გაურკვევლობაში მყოფი 68 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც საერთოდ უარი უთხრეს დახმარებაზე“, – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

ამასთან, სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და IDF-ის დასკვნას.

ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირდაპირი, გადაუდებელი შესყიდვების გზითქართულ ოცნებასთანდაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები მოიგეს. სწორედ, აქედან 21 მლნ ლარი მიემართებოდა იმ სასტუმროების ბიუჯეტში, რომლებიც კარანტინის დროს დაკავდნენ. გამორიცხული არ არის ამ ფონზე მთავრობამ პროცესები კვლავინდებურად თავის სასარგებლოდ წარმართოს“, – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button