სპორტი

გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ საუკეთესო ლელოს ავტორად დასახელდა

ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საუკეთესო ლელოს ავტორის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში 23 წლის კვესელაძემ ხმების 65 პროცენტი მიიღო.

მისი კონკურენტები იყვნენ: იტალიელი მატეო მინოცი, ინგლისელი ჯონი მეი და ფიჯელი მესულამე კუნავულა.
საუკეთესო ლელო კვესელაძემ 28 ნოემბერს, ირლანდიასთან, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში დადო.

ამ შეხვედრის შემდეგ გიორგი კვესელაძე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა და „შემოდგომის ერთა თასის“ გათამაშების სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button