ქობულეთში ამფითეატრი დაზიანდა

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ქობულეთში საზაფხულო ამფითეატრი დაზიანდა.

ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ახლად გარემონტებულ ამფითეატრს დაეცა. დაზიანებულია სახურავი. პარკში ამფითეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

გასულ წელს ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 208 ათასი ლარამდე თანხა დაიხარჯა.

უამინდობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ კოხში. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეწყერი საცხოვრებელ სახლს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა უამინდობის შემთხვევაში შესაძლოა ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა გახდეს აუცილებელი.

ინფორმაციის წყარო: აჭარის ტელევიზია

მსგავსი პოსტები

Back to top button