სპორტი

გიორგი მაკარიძე მატჩის დროს დაშავდა

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მე-18 ტურში, „ალმერია“ „მალაგას“ მასპინძლლობდა, სადაც ქართველმა მეკარემ ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და 29-ე წუთზე სათადარიგო სკამზე გადავიდა.

მისი ადგილი ფერნანდო მარტინესმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ სანამ ქართველი კიპერი იდგა კარში,- გოლი არ გაუშვია. ეს თამაში კი „ალმერიას“ გამარჯვებით,3:1 დასრულდა.

„ალმერია“ 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს ჩემპიონატში და ლიდერ „მალიორკას“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო მატჩს, კლუბი 20 დეკემბერს „ესპანიოლთან“ გამართავს და მოგების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიუმჯებესებს სატურნირო მდგომარეობას.

ჯერჯერობით უცნობია გიორგი მაკარიძის კიდურის დაზიანების ხარისხი და ისიც, დაეხმარება თუ ვერა გოლკიპერი საკუთარ გუნდს.

მსგავსი პოსტები

Back to top button