მსოფლიო

პუტინმა ევროკავშირში რუსეთის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ევრატომში, ვლადიმერ ჩიჟოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

„გათავისუფლდეს ვლადიმერ ჩიჟოვი ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებაში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button