გიორგი მარგველაშვილი – არჩევნები შედგა

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ “არჩევნები შედგა”.

“2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა მიულოცა თვითმმართველ ქალაქებსა და თემებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button