მნიშვნელოვანი

გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

“ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიებას აღარ ვაპირებ”, – ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება.

“როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს”, – მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

“ახალგაზრდა დემოკრატიის გამოწვევები” – პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი მალვის ზატლერსი სტუდენტებს ხვდებიან. ზატლერსი ქართველი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button