მნიშვნელოვანისაქართველო

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შეხვდება ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

შეხვედრა 16 საათზე დაიწყება ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 29 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, მზად არიან დაიწყონ თანამშრომლობა როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობის და დახმარების თაობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button