მოზაიკასიახლეები

გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას მეორე ვაჟი შეეძინათ

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას მეორე შვილი შეეძინათ.

“დაიბადა თომა მარგველაშვილი”, – წერს პრეზიდენტი Facebook-ის გვერდზე.

თომა მარგველაშვილი გუშინ საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა. თომა დაახლოებით 3 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი 2014 წლის 10 სექტემბერს დაქორწინდნენ. მათ წინა ქორწინებებიდან ჰყავთ შვილები – ანა მარგველაშვილი და მარიამ ჩიჩუა, ასევე საერთო შვილი, 2 წლის თემო მარგველაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button