აქცია გურჯაანში “ნაციონალების” წინააღმდეგ

საპროტესტო აქცია გურჯაანში წითელი ლენტებით და წარწერით “ლიკვიდირებულია” – თელავის საკრებულოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლევან კოჭლოშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისის შესასვლელი კარი აჭედა.

მმართველი გუნდის აქტივისტები პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას ითხიოვენ.

მიზეზი კი უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული წამების ამსახველი ვიდეოკადრები გახდა.

მათი განცხადებით “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც უნდა აიკრძალოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მუდმივად აწამებდნენ ადამიანებს, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე წინასწარი დაკავების იზოლატორში, სასურველი ჩვენების მისაღებად.

“ნაციონალური მოძრაობა” კი მმართველ გუნდს ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ მათი პარტიის წინააღმდეგ საჯარო მოხელეები ზეწოლას ახორციელებენ. აქციის დროს პარტიის ოფისში არავინ იყო. ადგილზე არც პოლიცია მისულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button