
გიორგი მერებაშვილს პლოცკის “ვისლაში” კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გუნდი დატოვა. პოლონურ გუნდში მერებაშვოლმა 5 წელი გაატარა.
34 წლის ქართველი ლეგიონერი აქ 2016 წლიდან თამაშობს და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 21 გატანილი გოლით მოიპოვა. ის ახლა თავისუფალი აგენტია. იქამდე კი 5 სეზონის მანძილზე ვისლაში 137 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს თავი ლამაზი თამაშით დაამახსოვრა.
მერებაშვილო ასევე თამაშობდა თბილისის “დინამოში”, სერბულ “ვოივოდინში”, ბერძნულ “ოფში”, “ვერიასა” და “ლევადიაკოსში”.
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ ვგრძნობ თავს ახლა.
ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის.ეს 5 წელი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და მთელი ცხოვრება მემახდოვრება”_ დაწერა ქართველმა შემტევმა სოციალურ ქსელში.