მნიშვნელოვანისაქართველო

“არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია”

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ 13 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი წერენ, რომ არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია.

“ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს. ბოლო წლების გამოცდილების მიხედვით, არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას. წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ, ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე: 👇

“4 მილიონი პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა” – ზაზა ოქუაშვილი

“ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას” – კალაძე

რა უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს [აუდიო]

მსგავსი პოსტები

Back to top button