საქართველოსპორტი

გიორგი მიქაუტაძე „მეციში” ითამაშებს

ფრანგული მედიის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში ბრუნდება და „მეცის“ სასტარტო შემადგენლობის
სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მიქაუტაძემ, წინა ტურში „ვაასლან-ბევერენთან“ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

მან „სერენში“ განსაკუთრებული სეზონი ჩაატარა და ფრანგულ „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს დადებული.

20 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელს იმედი აქვს, რომ „სტად სენ-სიმფორენზე“ თამაში მისთვის სასიამოვნო და წარმატების მომტანი იქნება,. – წერს ფრანგული გამოცემა.

მიქაუტაძემ ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ უხარია, კარგი სეზონი რომ ჩაატარა და „სერენს“ ასეთი კარგი თამაშით დაემშვიდობა. „მე გუნდში იმედებით მოვედი და ძალიან ბედნიერი წამოვედი“.- ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

„მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის 36 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button