სპორტი
გიორგი ნემსაძემ კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა
გორის „დილას“ ყოფილი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე მშობლიურ კლუბში გადაბარგდა და „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი ჩაიბარა.
აღნიშნულ პოსტზე მან ესპანელი ჩისკო მუნიოსი შეცვალა. მუნიოსი თავის მხრივ ინგლისში გადავიდა სამუშაოდ და ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდს“ ჩაუდგა სათავეში.
საქართველოს ჩემპიონის ახალმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე, კლუბის გადახალისებაზე და მომავალ გამოწვევებზე ისაუბრა.
48 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 17 წლამდელ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში დაიწყო. შემდეგ ის თბილისის „შევარდენს“ წვრთნიდა. 2019 წლიდან კი გორის „დილას“ თავკაცობდა.
წლინახევრის პერიოდში გორელებმა ნემსაძის თაოსნობით რიგ წარმატებებს მიაღწიეს. მის აქტივშია: საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილი და 4 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდის ევროტურნირებზე დაბრუნება.