გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ადვოკატი გიორგი ონიანი და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ონიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრიცაა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა.

თავად ბრალდებულს გამამართლებელი განაჩენის იმედი ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button