მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“გიორგი ქიტოშვილის დაკავებისას პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა” – შსს

25 წლის გიორგი ქიტოშვილის ბრალდებებს, რომ მისი დაკავებისას პოლიციამ ძალას გადაამეტა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, რომ სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

“მოქალქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი კი მანქანიდან გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. არაერთგზის მოწოდებისა, რომ ის წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ [პატრულმა] მოახდინეს მისი დაკავება. ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა. არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი,“- განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

25 წლის გიორგი ქიტოშვილის სასამართლო პროცესი თელავის სასამართლოში ერთი საათის წინ დაიწყო. ქიტოშვილი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა. ის პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს, რის დასტურად მისმა მეგობარმა ვიდეოკადრები გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button