მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი ქობულია ხელისუფლებას ამხელს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პრემიერის ვერტიკალი ჩამოშლილია. მისი თქმით, გახარიას კაბინეტი არ შეუქმნია. ეს განცხადება ყოფილმა მინისტრმა “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” გააკეთა.

“ყველამ ვიცით, რომ მინისტრები პრაქტიკულად არ ექვემდებარებიან მას. რომც უნდოდეს რეფორმების გატარება, ხელები შეკრული აქვს. საქმის კეთების საშუალებას არ აძლევენ.” – აცხადებს ქობულია.

კითხვაზე, ვინ ბოჭავს პრემიერს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პასუხობს: “სქემისტები და მმართველი ძალა”. მისი თქმით, ეს ინვესტორებმაც კარგად იციან.

გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყნის მმართველობის სისტემაში 4 ძირითადი პრობლემაა: “დაბალკვალიფიციური და დემოტივირებული სახელმწიფო მანქანა, ჩამოშლილი პრემიერის ვერტიკალი, რაც სერიოზული ამოცანების შესრულებაში ხელს გვიშლის. მეორე პრობლემაა მიკერძოებული გარიგებები სახელმწიფო სტრუქტურებში, ე.წ. სქემები. მესამე პრობლემაა რეპუტაციულად მძიმედ დაზიანებული სასამართლო სისტემა, რომელიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მეოთხე პრობლემაა აბსოლუტურად ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა, როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის მიმართებით.” – აცხადებს ქობულია.

მოისმინეთ გიორგი ქობულიას ხმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრ ორგანიზაციაში “არაკვალიფიციური, პარტაქტივია დასაქმებული”.

“როცა ეკონომიკის მინისტრი გავხდი, მთელი რიგი საქმეები იყო, რომელიც ჩაწყობილი იყო… როცა ეს საქმეები გამოვითხოვე, თანამშომლებმა მითხრეს, რომ ამის გაკეთებას არ მირჩევდნენ, – თქვენამდე ამას არავინ მოაწერა ხელი და თქვენ რატომ აკეთებთო. დღევანდელი მართვის სისტემაში ინიციატივა დასჯადია. მათი მრწამსი ასეთია: თუ გაქვს ინიციატივა ანუ კორუფციაში ხარ გახვეული.” – თქვა ყოფილმა მინისტრმა.

მოისმინეთ გიორგი ქობულიას ხმა.

ქობულია კიდევ ერთ საიდუმლოს ამხელს და აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა ე.წ. სქემისტების არსებობაა.

“სქემისტები არიან ყველა სფეროში. ეს ეხება სახელმწიფო ვექტორს, რა თქმა უნდა. ეს ეხება რკინიგზას, ელექტროსისტემას, წიაღს, პორივატიზაციას და სხვა. სქემისტები არიან, დიდ ზიანს აყენებენ სახელმწიფო მართვის სისტემას. გარდა იმისა, რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხალხის ფული მიაქვს, აქ არის ორი ძალიან სერიოზული ფაქტორი: ეს ხალხი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პროგრესულ რეფორმას და მეორე: ხალხი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს, დემოტივირებულები ხდებიან, არ უნდათ რამე კარგი გააკეთონ. ეს ყოველივე კი, აისახება ჩვენზე, – ხდება ფულის არასწორად ათვისება, რეფორმების წინააღმდეგობა, დემორალიზება.” – დასძინა ყოფილმა მინისტრმა. “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.

მისი თქმით, ვინ დგას ე.წ. სქემისტების უკან, ყველამ იცის.

მოისმინეთ გიორგი ქობულიას ხმა.

ე.წ. სქემისტებზე საუბრისას, ქობულიამ თქვა, რომ “თვითონ პარკინსონულ ივანიშვილს არ სჭირდება ეს, როგორც საკუთარი შემოსავალი, მე ესე მწამს, თუმცა, შეიძლება ვცდები”.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ივანიშვილს შეეძლო საქართველოს მთავრობაში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

“მას ჰქონდა უნიკალური საშუალება, როგორც უკვე შემდგარ და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება შემოსავლები. მას ჰქონდა დიდი საშუალება, რომ ეს სიტუაცია გაესწორებინა, ამიტომ ვაპელირებდი ამაზე და მივმართავდი, მაგრამ ვერ მოხდა. იმიტომ, რომ ეს მისთვის არის მრწამსის დონეზე, რომ ეს ასე უნდა იყოს, მსოფლიო ასე მუშაობს, ყველა მუშაობს ასე და სხვანაირად არ შეიძლება. თუ კორუმპირებულია მოსამართლე და მე თუ არ შევეკარი მას, მაშინ ჩემი მტერი შეეკვრება.” – ამბობს გიორგი ქობულია.

მოისმინეთ გიორგი ქობულიას ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button