სპორტი

გიორგი ქოჩორაშვილი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშებს?!

„ლევანტეს“ ქართველი ლეგიონერი იმ 23 ფეხბურთერლთა შორისაა, რომელიც პაკო ლოპესმა ძირითად სასტარტო სემადგენლობად დაასახელა.

21 წლის ნახევარმცველმა ლევანტეს მაისურით ერთხელ ლა ლიგაში და ერთხელაც ესპანეთის თასზე ითამაშა.

ამ ორ მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლიც ჩაიწერა.

გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.

2019 წელს ესპანეთში პირველად წავიდა და „ჟირონაში“ ჩაირიცხა, შემდეგ იჯარით „პერალადაში“ თამაშობდა, სეზონის ბოლოს კი გუნდები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდგომ ფეხბურთელი 2019 წელს „ლევანტეში“ აღმოჩნდა.

ლა ლიგის 36-ე ტურში „ლევანტე“ კატალონიურ გრანდს „ესტადიო დი ვალენსიაზე“ 11 მაისს უმასპინძლებს.

„ლევანტე“ 39 ქულით მე-14 პოზიციაზეა და ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა არ აქვს. გუნდი, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ სამ შეხვედრაში მხოლოდ ქულისთვის იბრძოლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button