მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დამეგობრებულმა გერმანულმა ქალაქმა თელავს დახმარება გაუგზავნა

გერმანიის ქალაქის, ბიბერახისგან თელავის მუნიციპალიტეტმა ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო. ტვირთი სარებილიტაციო და საბავშვო ბაღის საწოლებს, ბაღისათვის საჭირო მაგიდებს, სკამებს, სათამაშოებს, სხვადასხვა სახის ინვენტარსა და სამაშველო სამსახურისათვის, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელ ნაკრებს შეიცავს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარება უკვე გადანაწილებულია.

” დახმარება დანიშნულების მიხედვით გადავანაწილეთ, ჯანდაცვის ცენტრში, ბაღებში, ერთ- ერთ კოლეჯში, სამაშველო სამსახურში. ეს ქართულ- გერმანული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია და დახმარებაც გერმანელი ხალხის კეთილი ნებაა. ქალაქი ბიბერახი, სხვადასხვა დროს, უდიდეს დახმარებას უწევდა ჩვენს ქალაქს”- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

თელავს და გერმანულ ქალაქ ბიბერახს თანამშრომლობის 30 წლიანი ისტორია აქვს.
კორონა ვირუსის მსოფლიო პანდემიამდე, დელეგაციები ბიბერახიდან თითქმის ყოველ წელს სტუმრობდნენ თელავს. ქალაქების დამეგობრების ხელშეკრულებას, ხელი 90- იან წლებში მოეწერა და მას შემდეგ, ურთიერთობა არ შეწყვეტილა.

2019 წლის ოქტომბერში, თელავში, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერიც იმყოფებოდა, რომელმაც ქალაქი ფეხით შემოიარა და თელავის გერმანული სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button