მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.

”4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

“ამ ხნის განმავლობაში, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფკერის სკანირებას ახორციელებდა. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის, თერმული დრონები, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს ახორცილებელდნენ.

“19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი იყო. იგი 18 ივნისს ნარეკვავის დასახლებაში დაბადების დღეზე იმყოფებოდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button