“გიორგი შაქარაშვილს მდინარემდე ჩიქოვანი და გაგნიძე მისდევდნენ”
“ტვ პირველის” ინფორმაციით, არაგვის ხიდზე გიორგი შაქარაშვილს, ანგარიშსწორების მიზნით, მდინარემდე ორი ადამიანი მისდევდა და ესენი ვახტანგ ჩიქოვანი და არჩილ გაგნიძე არიან.
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამჟამად, გამოძიება სწორედ ზემოაღნიშნულ ვერსიაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, “მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი გაიქცნენ საავტომობილო გზაზე, მოძრაობის საპირისპირო მხარეს – მდინარე არაგვის თავზე არსებული ხიდისკენ.
“შემდგომ გადაკვეთეს გზა და გადავიდნენ საავტომობილი გზის დასავლეთის მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ, სადაც დაიმალნენ გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე დაიმალა საავტომობილო გზის გზაგამყოფზე არსებულ ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.”