გიორგი შენგელიას ოჯახი უარყოფს უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

გიორგი შენგელიას ბიძაშვილის , გიორგი მებონიას განცხადებით,ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ გამოცხადდა ძებნა გარდაცვლილის ძმაზე, რომელიც იქ არ იმყოფებოდა.

მებონია ამბობს, რომ ბიჭები შიდა პერიმეტრში არ შესულან, შესაბამისად გუშაგს გასროლა არ უნდა განეხორციელებინა.

“სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეღო, შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – განაცხადა გიორგი მებონიამ.

მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო კრწანისის სამხედრო ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას,ამის შემდეგ გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების გედეგად , ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელია. ეძება მიმდინარეობს კიდევ ორ პირზე, რომელმაც იმ მომენტში გაქცვა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button